вторник, 18 июня 2019 г.



                                                       გაკვეთილის გეგმა
სკოლა:კაჭრეთის საჯარო სკოლა
მასწავლებელი, პირადი ნომერი:ნონა გეთიაშვილი, 13001043108
საგანი:ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის ტიპი: გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული  სამოდელო გაკვეთილი (წიგნიერება)
კლასი:მე-9
მოსწავლეთაპროფილი: მოსწავლე (კლასში არ არის სსსმ მოსწავლე)
თემა:მოქცევა მირიან მეფისა /ლეონტი მროველი/

გაკვეთილის მიზანი:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები
·         აღიქვამენსხვადასხვა სახით მიწოდებულინფორმაციას,დაინახავენ და შეაფასებენ  მათ შორის მსგავსება-განსხვავებას;
·         განუვითარდებათ კომუნიკაციისადაპრეზენტაციის, თანამშრომლობითიუნარები;
·         განუვითარდებათ მეტაკოგნიტურიაზროვნება.
წიგნიერების მიზნები:
·         განუვითარდებათ კითხვის, მოსმენისა და ზეპირი მეტყველების, წერის უნარები;
·         გამოუმუშავდებათ ვიზუალური, ნაბეჭდი ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები.
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოსსხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 9. მოსწავლესშეუძლიასადავოანპრობლემურსაკითხებზესაკუთარითვალსაზრისისწერილობითგადმოცემა; მოცემულსაკითხზეგანსხვავებულიშეხედულებებისშეჯამება.


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1.
A ფაზა - გამოწვევა
ვაგვარებ საორგანიზაციო საკითხებს, კლასს ვაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს;რა მეთოდებსა და რესურსებს გამოვიყენებ მიზნის მისაღწევად;რა შედეგს ველი გაკვეთილის ბოლოს;შეფასების ფორმებს;კიდევ ერთხელ შევახსენებ შეფასების რუბრიკას.
ვერბალური
ტრეადები
შეფასების რუბრიკები
2 წთ
2.
აღვნიშნავ, რომ მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობია ისტორიიდან საქართველოს გაქრისტიანების საკითხი. ასევე ფლობენ ზეპირმეტყველების, ტრეადებში მუშაობის უნარ-ჩვევებს და   წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ კითხვებს:
·      რა დროიდან ვრცელდება ქრისტიანობა საქართველოში?
·   რა ვიცით წმინდა ნინოს შესახებ?
·      როდის გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში?
· რა ვიცით ლეონტი მროველის შესახებ?
კითხვა-პასუხი
ტრეადები
წინარე ცოდნა
3 წთ
3.
ვაჩვენებ movie maker-ში  დამუშავებულ ფილმს “მირიან მეფის სასწაული“, რათა  შესასწავლი ტექსტის მიმართ გავზარდოინტერესიდამოტივაცია
მოსწავლეებს.აქვეაძლევკონკრეტულმითითებებსგაკვეთილზეამოსაყენებელიმეთოდისშესახებ.
ფილმის დემონსტრირება

ტრეადები
კომპიუტერი, პროექტორი,  movie maker-ში დამუშავებული ფილმი “მირიან მეფის სასწაული“, რომლისთვისაც დოკუმენტური ფილმი „მირიან მეფის სასწაული“ გამოვიყენე https://www.youtube.com/watch?v=Tylp8gJ85z0

6 წთ
4.
B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება -
საკითხისსიღრმისეულიწვდომადასამუშავებელთემა: „მოქცევა მირიან მეფისა“წინასწარგაყოილია სამნაწილად,რადგან ტრეადებში სამ-სამი წევრია. მასალაარისთანაბარისირთულის, რომბავშვებმაშეძლონერთიდაიგივედროშიმისიშესწავლა.
თითოეულიტრეადაამუშავებსერთსადაიმავეთემას.თითოეულწევრსეძლევათემისშესაბამისინაწილი, რომელსაციგიამოუკი
დებლად, ნდივიდუალურადამუშავებს.
მინი ჯიგსოუ
ტრეადები
ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო
(ავტ. ვ. როდონაია და სხვ. გამომცემლობა: „სწავლანი“)

10 წთ
5.
მასშემდეგ, რაცთითოეულიმოსწავლეინდივიდუალურადდაამუშავებსთემისშესაბამისნაწილს,
ტრეადისდანარჩენწევრებსგადასცემსდამუშავებულმონაკვეთს. ცალკეულნაწილთაერთმანეთისთვისგაცნობისშემდეგმოსწავლეებიაერთიანებენ ამ ნაწილებსდადასამუშავებელთემსერთმთლიანობაშიმოაზრებენ. მოსწავლეებსნამუშევრებიგადააქვთ
ფლიფჩარტზე.

მინი ჯიგსოუ
ტრეადები
ფლიფჩარტები, მარკერები
12 წთ
6.
თითოეულიჯგუფიაკეთებსპრეზენტაციას. ჯგუფებიუსმენენერთმანეთისპრეზენტაციებს. სვამენშეკითხვებს
მინი გიჯსოუ
ტრეადები
ფლიფჩარტებზე შესრულებული საპრეზენტაციო მასალა
4 წთ
7.
C ფაზა
შეჯამება-შეფასება  – აზრებისწრე. პირველი ტრეადაყალიბებს, რა მსგავსება-განსხვავება დაინახა ფილმის პირველ მონაკვეთსა და მხატვრულ ტექსტს შორის; ასევემეორე  ტრეადაც აყალიბებს, რა მსგავსება-განსხვავება დაინახა ფილმის მეორე ნაწილსა და მხატვრულ ტექსტს შორის.
მინი ჯიქსოუ













ტრეადები
ჩანაწერები
2 წთ

მოსწავლეები ასრულებენ
მასწავლებლისმიერწარმოთქმულფრაზას: ამგაკვეთილისშემდეგმესაქართველოს გაქრისტიანების შესახებგავიგე, რომ...

უკუკავშირი წრეზე

ტრეადები

2 წთ
8.
შეფასება შესაბამისი რუბრიკის მიხედვით
მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე.
ტრეადები
შეფასების სქემა
2 წთ.
9.
საშინაო დავალების მიცემა - ნახონ გამოყენებული ფილმის სრული ვერსია (ელექტრონულ ფოსტაზე გადავუგზავნი  ლინკს), მოიძიონ სხვა დამატებითი მასალები და დაწერონ ესე - „სასწაული თუ მზის დაბნელება?“
ვერბალური
ტრეადები
კომპიუტერი
ინტერნეტი
2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლე აღიქვამს სხვადასხვა სახით მიწოდებულ ინფორმაციას;
·         ხედავს და აფასებს  მათ შორის მსგავსება-განსხვავებას;
·         თვალსაჩინოა კომუნიკაციისადაპრეზენტაციის, თანამშრომლობითიუნარების განვითარება;
·         ჩანს მეტაკოგნიტურიაზროვნება.
წიგნიერების მიზნები:
·         მოსწავლეებმა გამოავლინეს კითხვის, მოსმენის, ზეპირმეტყველების, წერის უნარ-ჩვევები;
·         გაიაზრეს ვიზუალური მასალა და ნაბეჭდი ტექსტები, გამოავლინეს ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები.


ჯიგსოუს მეთოდის შეფასება

1-2 ქულა
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა

9-10 ქულა
მსჯელობა

ვერ მსჯელობს,  ვერ ახერხებს პრემაის გააზრებას.
მსჯელობს, მაგრმ არადამაჯერებლად, ვერ ასაბუთებს   არგუმენტებითა და მაგალითებით. ვერ ახერხებს პრობლემის გააზრებას.
მსჯელობა დამაჯარებელია, მაგრამ უჭირს შესაბამისი არგუმენტებისა და მაგალითების მოხმობა. პრემანაწილობრივ აქვს რებ.

მსჯელობა დამაჯარებელია, მოჰყავს არგუმენტები, მაგრამ ვერ მოჰყავს მაგალითები. პრემანაწილობრივაარებ.


მსჯელობა დამაჯარებელია,  დასაბუთებულია არგუმენტებითა და მაგალითებით. პრემაღრმდდასუძნააგრებ.






                                               გაკვეთილის რეფლექსი
2019 წლის 12 აპრილს IXკლასში ჩავატარე გამჭოლ კომპეტენციაზე (წიგნიერება) ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე: ლეონტი მროველის „მოქცევა მირიან მეფისა“. გაკვეთილის მიზანი ასე ჩამოვაყალიბე:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები:
·         აღიქვამენ სხვადასხვა სახით მიწოდებულ ინფორმაციას, დაინახავენ და შეაფასებენ მათ შორის მსვავსება-განსხვავებას;
·         განუვითარდებათ კომუნიკაციისა და პრეზენტაციის, თანამშრომლობითი უნარები;
·         განუვითარდებათ მეტაკოგნიტური აზროვნება.
წიგნიერების მიზნები:
·         განუვითარდებათ კითხვის, მოსმენისა და ზეპირი მეტყველების, წერის უნარები;
·         გამოუმუშავდებათ ვიზუალური, ნაბეჭდი ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევები.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დღეს მნიშვნელოვანია გამჭოლი კომპეტენციების განვითარება, ამიტომაც გადავწყვიტეამ ტიპის სამოდელო გაკვეთილი ჩამეტარებინა.
მუდმივად ვცდილობ, პრაქტიკაში დავნერგო სწავლების ისეთი მეთოდები, რომ მოსწავლეებში გამოვიწვიო მეტი ინტერესი. მიზნის მისაღწევად შევარჩიე ჯიქსოუს ტექნიკა. ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ გაკვეთილში, რადგან გრძნობდნენ პასუხისმგებლობას, ინდივიდუალურთან ერთად ჰქონდათ ჯგუფური ინტერესიც.
კლასის რაოდენობისა (კლასში 6 მოსწავლეა) და მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით გადავწყვიტე გაკვეთილისთვის 45 წთ დამეთმო, ამიტომ უპირატესობა მივანიჭე მინი ჯიგსოუს - ამოვიღე ექსპერტთა ნაწილი. გათვალისწინებული დრო და შერჩეული მეთოდი საკმარისი აღმოჩნდა მიზნის მისაღწევად.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ კლასს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი,  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა (2წთ).
აღვნიშნავ, რომ მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობია ისტორიიდან საქართველოს გაქრისტიანების საკითხი. ასევეფლობენზეპირმეტყველების, ტრეადებში მუშაობის უნარ-ჩვევებს და   წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსვამ კითხვებს:
რა დროიდან ვრცელდება ქრისტიანობა საქართველოში?
რა ვიცით წმინდა ნინოს შესახებ?
როდის გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში?
რა ვიცით ლეონტი მროველის შესახებ? (3წთ)
შესასწავლი ტექსტის სიძველის გამო მოსწავლეთა მოტივაციის აღძვრისთვის  movie maker-ში დავამუშავე ფილმი: „მირიან მეფის სასწაული“https://www.youtube.com/watch?v=Tylp8gJ85z0პირველი ტრეადა უნდა დაჰკვირვებოდა ფილმს და პირველი ნაწილი შეედარებინა ტექსტისთვის, აღმოეჩინა მსგავსება-განსხვავება; ხოლო მეორე ტრეადას იგივე დავალება უნდა შეესრულებინა ფილმის მეორე ნაწილის მიხედვით.
ფილმი იყო 5-წუთიანი.მისი  ყურების დროს მოწავლეები ინიშნავდნენ ძირითად დეტალებს, რომ გაიოლებოდათ ნაწარმოებთან შედარება. აქვე მივეცი მითითებები გაკვეთილზე გამოსაყენებელი მეთოდის შესახებ (6 წთ).
მოსწავლეები თავიდანვე ისხდნენ ტრეადებად, რომ შემდეგ ამაში დრო აღარ დაგვეკარგა. ტექსტი წინასწარ გავყავი სამ ნაწილად, რადგან ტრეადებში სამ-სამი წევრია. თითოეული ტრეადა ამუშავებდა ერთსა და იმავე თემას. ტრეადების თითოეული წევრს მივეცი თემის შესაბამისი ნაწილი, რომელსაც დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად  ამუშავებდა (10 წთ).
ამის შემდეგ ტრეადების თითოეულმა წევრმა  დანარჩენებს გადასცა მთლიანი თემის მის მიერ დამუშავებული ნაწილი. ცალკეულ ნაწილთა  ერთმანეთისთვის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებმა ერთ მთლიანობაში მოიაზრეს  ტექსტი და ნამუშევრები გადაიტანეს ფლიფჩარტებზე. ტრეადებში თითო მოსწავლე აკონტროლებდა დროს (12წთ).
თითოეულმა ტრეადამ გააკეთა პრეზენტაცია (4წთ).
შეჯამება-შეფასებისას თითოეულმა ტრეადამ წარმოადგინა, რა მსგავსება-განსხვავება დაინახეს ფილმში გადმოცემულ ინფორმაციასა და ტექსტს შორის (2 წთ.)
მსჯელობა  იმდენად საინტერესო და სრულყოფილი იყო,  რომ აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა,  ახალი ტექსტის გაცნობა ჯიქსოუს მეთოდის საშუალებით დადებითად წარიმართა.
მოსწავლეთა თვითშეფასება განვახორციელე მეთოდით: უკუკავშირი წრეზე. თითოეული მოსწავლე ასრულება ჩემ მიერ დაწყებულ წინადადებას: ამ გაკვეთილზე საქართველოს გაქრისტიანების შესახებ მე გავიგე, რომ... (2წთ).
გაკვეთილისგანმავლობაში მოსწავლეებს ვაძლევდი მითითებებს, ვაკვირდებოდი მათ  მუშაობას ტრეადებში.
მოსწავლეები შევაფასე ჯიგსოუს ტექნიკის შესაბამისი შეფასების რუბრიკით (2 წთ).
საქართველოს გაქრისტიანების საკითხი, რა თქმა უნდა, მეტად საინტერესოა და ერთი გაკვეთილით ვერ შემოიფარგლება. მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობის მიზნით შევარჩიე  საშინაო დავალება. ვუთხარი მოსწავლეებს, რომ მეილზე გადავუგზავნიდი ფილმის ლინკს, რომელიც  დავამუშავე ამ გაკვეთილისთვის moviemaker-ში. მათ უნდა ენახათ სრული ვერსია, შემდეგ კიდევ მოეძიებინათ სხვა დამატებითი მასალები და დაეწერათ ესე: „სასწაული თუ მზის დაბნელება“ (2 წთ).
მოსწავლეებმა გამოავლინეს წიგნიერების კომპეტენციები, კერძოდ, კითხვის, მოსმენისა და ზეპირმეტყველების, წერის უნარები. აგრეთვე ვიზუალური მასალისა და ნაბეჭდი ტექსტის გააზრების, ინტერპრეტირების უნარ-ჩვევები. ეს გამოჩნდა იქიდან, რომ  ლიტერატურული ტექსტი გაიაზრეს ინდივიდუალურად, გაამთლიანეს ჯიქსოუს ჯგუფებში, ჩამოაყალიბეს მოკლედ, თეზისების სახით და გადაიტანეს ფლიფჩარტებზე; გააკეთეს პრეზენტაციები. ნანახი ფილმი შეუდარეს ნაბეჭდ ტექსტს.
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა მიიღეს გარკვეული სარგებელი. დაინტერესდნენ ჩემ მიერ დამუშავებული ფილმით. მისი გამოყენება შესაძლებელია ისტორიის გაკვეთილზე საქართველოს გაქრისტიანების საკითხის სწავლებისას. აღნიშნეს, რომ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით თვითონაც დაამუშავებენ ფილმებს და გამოიყენებენ მოტივაციის ასამაღლებლად, ჩართულობის გასაზრდელად.
კოლეგებისთვის საინტერესო აღმოჩნდა აგრეთვე გამოყენებული მეთოდი. მათთვის აშკარა იყო, რომ იგი თანამშრომლობითი უნარების განვითარებას ემსახურება. გაკვეთილის ბოლოს დამისვეს კითხვები და თქვეს, რომ აუცილებლად გამოიყენებენ საკუთარ პრაქტიკაში.
პირადად მე მინი ჯიგსოუს  გამოვიყენებ წარმატებით კლასკომპლექტებშიც. როცა ერთი კლასი იმუშავებს ჯიქსოუს ჯგუფებში, საშუალება მექნება მეორე კლასთან გარკვეული ტიპის დავალებების შესრულებისა.
მოსწავლეებს ამ მეთოდის დახმარებით გაუიოლდათ ახალი ტექსტის გაცნობა-გააზრება, იგრძნეს საკუთარი შესაძლებლობები, გამოავლინეს პასუხისმგებლობისა და ორგანიზაციული უნარები.
ყველა აქტივობა  გეგმის შესაბამისად,  წარმატებულად წარიმართა,  რაც დადასტურდა მოსწავლეთა მიერ გაკეთებული პრეზენტაციების ხარისხით.
მიუხედავად დადებითი მხარეებისა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ გვექნებოდა უფრო დიდი ტექსტი, ერთი გაკვეთილი მის დასამუშავებლად არასაკმარისი აღმოჩნდებოდა. მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას გამოვიყენებ ჯიგსოუს მეთოდს ხუთივე ფაზით. მიუხედავად იმისა, რომ მას დასჭირდება ორი გაკვეთილი, ვფიქრობ, უფრო შედეგიანი იქნება თემის ნაწილთა გაღრმავება ექსპერტთა ჯგუფებში.




გაკვეთილზე გამოყენებული რესურსი
მეფე მირიანის სასწაული










                                             სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სკოლა კაჭრეთის საჯარო სკოლა
მასწავლებელი ნონა გეთიაშვილი, პ/ნ 13001043108
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია)
სწავლების საფეხური/კლასი:  საბაზო/IX
მოსწავლეთა პროფილი:  6  მოსწავლე  (კლასში არ არის სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის თემა კოლაუ  ნადირაძე –  „ 25 თებერვალი, 1921 წელი“
გაკვეთილის მიზანი:
·          მოსწავლეები გაიაზრებენ მხატვრულ ტექსტს სიღრმისეულად, განსაზღვრავენ ავტორის ხედვასა და მის პოზიციას;
·         შეაფასებენ  და გადმოსცემენ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, დააკავშირებენ მათ ლიტერატურული ნაწარმოების მთავარ სათქმელთან;
·         აიმაღლებენ  მეტაკოგნიტურ უნარებს.
                                              
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს  სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს არგუმენტაციის სხვადასხვა ფორმას (მიზეზ-შედეგობითი, ანალოგიაზე ან ინდუქციაზე  დამყარებული არგუმენტები);
·         მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კითხულობს სხვადასხვა სახის მხატვრულ და არამხატვრულ ტექტებს, უკეთ გასააზრებლად ყურადღებას ამხვილებს არა მხოლოდ ზოგად შინაარსზე, არამედ დეტალებსა და მნიშვნელოვან ნიუანსებზეც;
·         აანალიზებს ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ და კონცეპტუალურ ინფორმაციას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები;
·         აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ;
·         შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებში წარმოდგენილ კონფლიქტს/პრობლემას, ასევე ავტორის, მთხრობელის, პერსონაჟის ხედვას და პოზიციას ეპოქის ისტორიულ და კულტურულ კონტექსტში;

ქართ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშულებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         შეაფასებს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში;

ისტ.IX.5მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენ მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
  • მსჯელობს მსოფლიო ომებით გამოწვეულ  ცვლილებებზე და საქართველოსთვის ამ ცვლილების  მნიშვნელობაზე;
  • აანალიზებს საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენას თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაზე.



 N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
მისაღწევი შედეგი

სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1.  





მასწავლებელი მისალმების შემდეგ  აგვარებს საორგა
ნიზაციო საკითხებს;
აცნობს გაკვეთილის   მიზნებს,  სწავლების მეთოდებსა და რესურსებს,  რომლებსაც  გამიყენებს მიზნის მისაღწევად;
 გაკვეთილის ბოლოს მოსალოდნელ შედეგს,
შეფასების ფორმებსა და შეფასების რუბრიკებს.
ვერბალური






ჯგუფური





განწყობის შექმნა





შეფასების რუბრიკები





3  წთ.





2.

Power-point–ში მომზადებული პრეზენტაციის ჩვენება, რომელიც ასახავს 1921 წლის მოვლენებს
დემონსტრირების მეთოდი

ჯგუფური
ისტორიის გაკვეთილ
ზე მიღებუ
ლი ცოდნის გააქტიურება

Power-point–ში მომზადებული პრეზენ
ტაცია
4წთ.

3.
კოლაუ ნადირაძის ლირიკული ლექსის: „25 თებერვალი, 1921 წელი“ -  მოსმენა

დემონსტრირების მეთოდი

ჯგუფური



ლექსის გაცნობა
კომპიუტე
რი, პროექტორიhttps://www.youtube.com/watch?v=SRpPTU-j2qA
3 წთ
4.
 კლასი გაყოფილია ორ ჯგუფად – ისტორიის   და ლიტერატურის. ლიტერატურის ჯგუფს ეძლევა დავალება, მოამზადონ კოლაუ ნადირაძის ლირიკული ლექსის იდეურ–მხატვრული   ანალიზი და შეადარონ მურმან ლებანიძის ლირიკულ ლექსს „25 თებერვალი“. იპოვონ მათ შორის მსგავსება–განსხვავება. მოამზადონ პრეზენტაცია.
ისტორიის ჯუფმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცია –  რა იციან 1921 წლის 25 თებერვალთან დაკავშირებით; გააკეთონ ისტორიული წყაროების ანალიზი. იმსჯელონ,  როგორ აისახა ეს ფაქტი კოლაუ ნადირაძის ლექსში.

ჯგუფური მუშაობა













ჯგუფური












ლექსის გააზრება, ავტორის ხედვისა და პოზიციის განსაზღვ
რა;
ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ლექსების შედარება;
ისტორიული წყარო
ების ანა
ლიზი;
მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.












მე-9 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო (ვ. როდონაია, ა. არაბული და სხვ; გამომცემლობა „სწავლანი“).

ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა (მე–9 კლ. ისტორიის სახელმძრვანელო, გამომცემლობა „ბაკურ სულაკაური“, ავტ. ნ. ასათიანი, მ.ლორთქიფანიძე და სხვ.   )

წყაროები
(დანართი 1 და დანართი 2)





14 წთ.












5.
ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციებს
პრეზენტაცია
ჯგუფებში  მუშაობა

საპრეზენტაციო უნარების განვითარება

ჯგუფების მიერ მომზა
დებული საპრეზენტაციო მასალა
 6 წთ
6.
 ცოდნის გამთლიანება

კითხვა–პასუხი
ჯგუფური
ისტორიუ
ლი ფაქტებ
ისა და მოვ
ლენების დაკავშირე
ბა ლიტ. ნაწარმოებ
ის მთავარ სათქმელ
თან
გაკვეთილზე მიღებული ცოდნა
3
წთ
7.
მოსწავლეები ჯგუფებში ავსებენ კოგნიტურ სქემას „რა მიგვაქვს“ (რომელი აქტივობა, რომელი საკითხი იყო ამ გაკვეთილზე მნიშვნელოვანი მათთვის, რა გაიგეს ახალი). აკრავენ დაფაზე და  კითხულობენ კლასის წინაშე.
კოგნიტური სქემის შევსება
ჯგუფური
კოგნიტური უნარე
ბის განვი
თარების ხელშეწყო
ბა,
კოგნიტური სქემების საშუალებ
ით მოსწავ
ლეთა თვი
თშეფასება
კოგნიტური  სქემები
8 წთ
8.
შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი
ჯგუფური
მოსწავეები შეფასე
ბის რუბრი
ების დამა
რებით მიი
ბენ განმა
ვითარებელ უკუკავშირს და განმსაზღვრელ შეფასე
ბას

შეფასების  რუბრიკები
2 წთ
9.
საშინაო დავალების მიცემა – მოიძიონ ლირიკული ლექსები 1921 წლის 25 თებერვალზე და მოამზადონ ზეპირი პრეზენტაციები ინდივიდუალურად: „25 თებერვალი საქართველოში“.
ვერბალური
ჯგუფური
ცოდნის ტრანსფერი

2
წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·         მოსწავლეები იაზრებენ მხატვრულ ტექსტს სიღრმისეულად, განსაზღვრავენ ავტორის ხედვასა და მის პოზიციას;
·         აფასებენ  და გადმოსცემენ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, აკავშირებენ მათ ლიტერატურული ნაწარმოების მთავარ სათქმელთან;
·         ავლენენ  მეტაკოგნიტურ უნარებს.

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
1–2
3–5
6–7–8
9–10
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა, მოსმენის კულტურა, მობილიზება
იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, პასიურია
გაკვეთილში ნაწილობრივაა ჩართული,უჭირს კონცენტრირება
გაკვეთილზე აქტიურია, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს
გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული, კონცენტრირებული, უსმენს მოსაუბრეს
ინფორმაციის წყაროების შეჯამების უნარი, ჯგუფში მუშაობა, თანამშრომლობა
ჯგუფის მუშაობაში არ შეაქვს წვლილი, არ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან
ჯგუფის მუშაობაში ხანდახან შეაქვს წვლილი, თანამშრომლობს  ჯგუფის სხვა წევრებთან, ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს ინფორმაცია
კარგად ახერხებს შეაჯამოს ინფორმაცია და წყაროები, თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან
კარგად ახერხებს შეაჯამოს, გააანალიზოს ინფორმაცია და წყაროები, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს წვლილი, არის გამოხატული ლიდერი
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით
 უჭირს საკუთარი მოსაზრების გამყარება ფაქტებითა და არგუმენტებით, საკითხის დასმისას არაკონკრეტულია
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით, საკითხის დასმისას არაკონკრეტულია
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას ფაქტებითა და არგუმენტებით,  საკითხის დასმისას კონკრეტულია
კარგად ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას არა მხოლოდ ფაქტებითა და არგუმენტებით, არამედ პარალელებითა და ანალიზით, საკითხის დასმისას კონკრეტულია




საპრეზენტაციო უნარების შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
9–10
7–8
4–6
1–3
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს.
გამართულად მეტყველებს; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; მეტ–ნაკლებად გამართულად  საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; უჭირს გამართულად საუბარი
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად.
სათქმელს გადმოსცემს გამართულად
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა
კონტაქტი აუდიტორიასთან
წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად
მეტ–ნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას

დანართი 1
სტალინის 1921 წლის 28 იანვრის დეპეშიდან სერგო ორჯონიკიძისადმი:
„ცეკამ მიიღო გადაწყვეტილება, გასწიოს მოსამზადებელი მუშაობა იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა საჭირო შეიქმნას სამხედრო ჩარევა და საქართველოს ოკუპაცია“.


დანართი 2

სტალინის 1921 წლის 16 თებერვლის დეპეშიდან სერგო ორჯონიკიძისადმი:
„ ... ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი...“





                 
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსი
2019 წლის 16 მაისს IXკლასში ჩავატარე სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია) თემაზე: კოლაუ  ნადირაძე –  „ 25 თებერვალი, 1921 წელი“. გაკვეთილის მიზანი ასე ჩამოვაყალიბე:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: 
·         გაიაზრებენ მხატვრულ ტექსტს სიღრმისეულად, განსაზღვრავენ ავტორის ხედვასა და მის პოზიციას;
·         შეაფასებენ  და გადმოსცემენ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებს, დააკავშირებენ მათ ლიტერატურული ნაწარმოების მთავარ სათქმელთან;
·         აიმაღლებენ  მეტაკოგნიტურ უნარებს.

სასწავლო პროცესში ინტეგრაციისას   მოსწავლეები სწავლობენ ერთი საგნის მეორესთან დაკავშირებას. ეს კი ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებას, ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას    ტრანსფერს.  ეს მიდგომა  ჰოლისტურ აზროვნებას ავითარებსამიტომაც ამჯერად ჩემი არჩევანი ამ ტიპის გაკვეთილზე შევაჩერე. მით უმეტეს, კოლაუ ნადირაძის  ლექსის იდეა: „25 თებერვალი, 1921 წელი“ – საქართველოს ტრაგიკული წარსულის  ერთი სისხლიანი ფურცლით არის ნასაზრდოები   და თუ არა ისტორიული პროცესების გააზრება–შეფასება, გართულდება პოეტის მთავარი სათქმელის ამოცნობა.
ინტეგრირებულმა გაკვეთილმა მოსწავლეებში გაზარდა მოტივაცია. გაიზარდა როგორც ჩართულობა, ასევე საკითხის სიღრმისეული წვდომის სურვილი.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ კლასს გავაცანი გაკვეთილის თემა, მიზანი,  რა შედეგს ველოდი გაკვეთილის ბოლოს, შეფასების ფორმები, მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები (3 წთ.).
ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გააქტიურების მიზნით ვაჩვენე Power-point–ში ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც ასახავს 1921 წლის მოვლენებს (4 წთ), ამის შემდეგ კი მოვასმენინე კოლაუ ნადირაძის ლირიკული ლექსი: „25 თებერვალი, 1921 წელი“ https://www.youtube.com/watch?v=SRpPTU-j2qA (3 წთ).
კლასი გავყავი ორ ჯგუფად – ისტორიის და ლიტერატურის. იმისათვის, რომ მოსწავლეებს შესძლებოდათ ლექსის გააზრება, ავტორის ხედვისა და პოზიციის განსაზღვრა, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შეფასების შედეგად ინტეგრაცია   ლიტერატურული ნაწარმოების მთავარ სათქმელთან, შევარჩიე შემდეგი დავალებები: ლიტერატურის ჯგუფს უნდა მოემზადებინა კოლაუ ნადირაძის ლირიკული ლექსის იდეურ–მხატვრული ანალიზი და შეედარებინა მურმან ლებანიძის ლირიკული ლექსისთვის: „25 თებერვალი“. ეპოვა მათ შორის მსგავსება–განსხვავება. მოემზადებინა პრეზენტაცია.
ისტორიის ჯგუფს კი უნდა მოემზადებინა პრეზენტაცია –  რა იცოდნენ 1921 წლის 25 თებერვალთან დაკავშირებით; გაეკეთებინათ ისტორიული წყაროების ანალიზი. ემსჯელათ,  როგორ აისახა ეს ფაქტი კოლაუ ნადირაძის ლექსში (14 წთ).
ჯგუფებმა გააკეთეს პრეზენტაციები, რისთვისაც გათვალისწინებული მქონდა 6 წუთი, მაგრამ საჭირო გახდა ორი წუთის დამატება, რის გამოც კოგნიტური სქემაზე მუშაობის და პრეზენტაციის დროს მოვაკელი ორი წუთი  და საბოლოოდ მას 6 წუთი დავუთმე. თუმცა ამით არაფერი დაშავებულა, მოსწავლეებმა შეძლეს ამ დროში სრულყოფილად გააზრება –  რა იცოდნენ, რა გაიგეს ახალი, რომელი აქტივობა, რომელი საკითხი იყო ამ გაკვეთილზე მნიშვნელოვანი მათთვის და გააკეთეს პრეზენტაციები.
ცოდნის გამთლიანების მიზნით გამოვიყენე კითხვა–პასუხის მეთოდი (3წთ). მოსწავლეებმა მიპასუხეს კითხვებზე: ა) რატომ იყო მნიშვნელოვანი საბჭოთა მთავრობისთვის ამიერკავკასიის დაპყრობა?
ბ) რა განაპირობებდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისადმი საქართველოს მოსახლეობის უარყოფით  განწყობილებას?
გ) წარსულში მომხდარი რომელი ისტორიული მოვლენა დაუკავშირა პოეტმა 25 თებერვალს? რა ნიშნით? რისი თქმა სურდა მას ამით?
დ) საქართველოს ოკუპაცია და ანექსია ბოლშევიკური რუსეთის მიერ 12 თებერვალს დაიწყო. რატომ გამოარჩია პოეტმა ომის ქრონიკიდან 25 თებერვალი?
კოგნიტური უნარების ხელშეწყობის მიზნით მოსწავლეებმა  ჯგუფებში შეავსეს კოგნიტური  სქემა: „რა მიგვაქვს?“ (რომელი აქტივობა, რომელი საკითხი იყო ამ გაკვეთილზე მნიშვნელოვანი მათთვის, რა გაიგეს ახალი). გააკრეს დაფაზე და  წაიკითეს კლასის წინაშე. ამ სახით ერთგვარად  თვითშეფასება გააკეთეს (8–6 წთ).
მოსწავლეებს მივეცი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. შევაფასე ჯგუფების მუშაობა და საპრეზენტაციო უნარები (2 წთ.).
 ცოდნის ტრანსფერის მიზნით მივეცი  საშინაო დავალება: მოეძიებინათ ლირიკული ლექსები 1921 წლის 25 თებერვალზე და მოემზადებინათ ზეპირი პრეზენტაციები ინდივიდუალურად თემაზე: „25 თებერვალი საქართველოში“.
ჯგუფური მუშაობის უპირატესობა სასწავლო პროცესში კიდევ ერთხელ გახდა ცხადი. ჯგუფები ჩართული იყვნენ დავალების შესრულებაში, თითოეული მოსწავლე აცნობიერებდა, რომ მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა თანაკლასელებთან თანამშრომლობა იყო. ჩანდა გუნდური პასუხისმგებლობა. მე ამ დროს ვიყავი დამკვირვებელი, საჭიროების შემთხვევაში – კონსულტანტი.  ჯგუფების მიერ  გაკეთებული პრეზენტაციები იმდენად საინტერესო  და სრულყოფილი იყო, დავრწმუნდი, რომ მიზანს მივაღწიე.
გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა მიიღეს გარკვეული სარგებელი. აღნიშნეს, რომ საგანთა შორის ინტეგრაცია კარგ შედეგებს იძლევა, რადგან ავითარებს ჰოლისტურ აზროვნებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს. ჩემ მიერ power-point–ში მომზადებული პრეზენტაცია კარგი რესურსი იქნება ისტორიის გაკვეთილზე 1921 წლის მოვლენების გასაცნობად.
პირადად მე  მომავალში გაკვეთილების დაგეგმვისას ხშირად მივმართავ ინტეგრაციას სხვა საგნებთანაც, რადგან ნამდვილად უკეთეს შედეგს იძლევა ლიტერატურული ნაწარმოების გასააზრებლად, ავტორის მთავარი სათქმელის გასაგებად.
 მოსწავლეებს გაუიოლდათ ახალი ტექსტის ანალიზი, დარწმუნდნენ  საკუთარ შესაძლებლობებში, გამოავლინეს პასუხისმგებლობისა და ორგანიზაციული უნარები.

მიუხედავად დადებითი მხარეებისა, ვფიქრობ,  ინტეგრაცია საინტერესო იქნებოდა  თემის შეჯამებისას. ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მოსწავლეებისთვის დამევალებინა, თვითონ მოემზადებინათ power-point–ში პრეზენტაცია 25 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს კი უფრო გაზრდიდა მათი ჩართულობის ხარისხს, პასუხისმგებლობის გრძნობას.